“უკრაინაში ომი მთელი ევროპის მომავლისთვის გრძელდება”, – ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა სამშვიდობო ძალებისადმი საშობაო მილოცვაში განაცხადა.
ჰაკანენმა აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში ფინეთი აიძულა დაეტოვებინა ნეიტრალიტეტი, გამხდარიყო NATO-ს წევრი და აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება დაედო.