ში ომი გრძელდება – ბოლო 24 საათში, ფრონტზე 42 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინაში ომი გრძელდება, – რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში, ღამით, საჰაერო განგაში ჩაირთო.
ოდესაში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ხანძარი მაღალსართულიან კორპუსში გაჩნდა. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქიც დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.
ზაპოროჟიეს ოლქზე იერიშისას, სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. დნიპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა.
რუსულმა ჯარებმა, ხერსონის ოლქზეც მიიტანეს საარტილერიო იერიში. არის მსხვერპლი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. აფეთქებების ხმა ოკუპირებულ მელიტოპოლშიც ისმოდა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებსა და თავდაცვის ძალებს შორის, ბოლო 24 საათში, ფრონტზე 42 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით