უკრაინაში ომის შედეგებით დაინტერესებული უცხოელი ტურისტების რიცხვი იზრდება

უცხოელთა რიცხვი, რომლებსაც სურთ ში ომის შედეგები საკუთარი თვალით ნახონ სულ უფრო მეტად იზრდება. ინფორმაციას bild აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, უცხოელები ქვეყანაში „ომის ტურიზმის“ ფარგლებში ჩადიან.
მოგზაურები, ძირითადად ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან ჩადიან, „შავი ტურიზმის“ ფარგლებში. ეს არის ტურისტული ინდუსტრიის ნიშა, რომელიც მოიცავს მოგზაურობას ტრაგიკული მოვლენების ადგილებში. ასეთ ტურებს უკრაინაში ათამდე კომპანია სთავაზობს მსურველებს. ტურების ღირებულება 150-დან 250 ევრომდე მერყეობს.
მარშრუტების უმეტესობა ფოკუსირებულია კიევზე და მის გარეუბნებზე.