უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო

უკრაინაში, ს შეჭრის შემდეგ, 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 19 300-ზე მეტი – დაშავდა, – ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) დირექტორმა, ედემ ვოსორნუმ განაცხადა.
მისი თქმით, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, რუსეთის საჰაერო თავდასხმების გაძლიერების შედეგად, ში 125 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 550-ზე მეტი დაშავდა. რუსული საჰაერო თავდასხმების სერიამ გამოიწვია სახლების, სკოლების, საავადმყოფოებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა.