უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წელი გავიდა

უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების ბრძანება გასცა და რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
CNN-ი წერს, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას ელოდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიას რამდენიმე დღეში დაიკავებდა, ამის ნაცვლად, უკრაინის კონტრშეტევის წყალობით, ბრძოლა უკვე სამი წელია გრძელდება. ომის დაწყებისას მ შეაჩერა ჯარები დედაქალაქ კიევთან და მოგვიანებით მოიპოვა გამარჯვებები ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვისა და სამხრეთ ხერსონის რეგიონებში. მაგრამ მან ასევე განიცადა დიდი დანაკარგები დონეცკისა და ბახმუტის გარშემო აღმოსავლეთ ტერიტორიებზე.
CNN-ი „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2022 წლის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ კონტროლი თავისი ტერიტორიის დაახლოებით 11%-ზე დაკარგა, კონფლიქტის დაწყებიდან, 2014 წლიდან კი, საერთო ჯამში – დაახლოებით 18%-ზე.
სამი წლის განმავლობაში, ომის გამო საკუთარი სახლი მილიონობით უკრაინელმა დატოვა და ქვეყნის სხვა ნაწილებში ან სხვა ქვეყნებში, გადასახლდა.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის დროს 40 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა. დაღუპულებს შორის 669 ბავშვია. ამასთან, შეუძლებელია დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპაციის ქვეშ რჩება.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინამ 46 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, კიდევ 380 ათასი ჯარისკაცი დაიჭრა, ათიათასობით ჯარისკაცი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა, უკრაინასთან ომში 867 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.