უკრაინაში ომის არიდება შეიძლებოდა, თუმცა დიფ სთეითმა გააკეთა ყველაფერი, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო

უკრაინაში ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა დიფ სთეითმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო, რაც არის უდიდესი დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ, მთლიანად კაცობრიობის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის უმძიმესი ომი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა.
„ომის თავიდან არიდება ში იყო თავისუფლად შესაძლებელი. გახსოვთ ჩვენი განცხადებები, რომელიც კეთდებოდა 2022 წლის დასაწყისში. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ძალას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი იმისათვის, რომ არ შემდგარიყო ომი უკრაინაში, თუმცა, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების საკითხი.
იყო პირველ რიგში დიფ სთეითი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ უკრაინაში ომი დაწყებულიყო. იყო სხვადასხვა ინტერესები ამასთან დაკავშირებით. ომის თავიდან არიდებაზე მაქვს საუბარი და არა სამხედრო აგრესიაზე. სამხედრო აგრესია განახორციელა ს ფედერაციამ, მაგრამ ამ ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა დიფ სთეითმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო, რაც არის უდიდესი დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ, მთლიანად კაცობრიობის წინაშე. ეს არის უმძიმესი ომი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა. შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ინტერესები თავიდან ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ეს არის უდიდესი დანაშაული, რომელიც დიფ სთეითმა ჩაიდინა უკრაინელი ხალხის და კაცობრიობის წინაშე. არ უნდა დაშვებულიყო ეს ომი, თუმცა კონკრეტული ძალები პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს ომი შემდგარიყო“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას

არჩევნებში ოპოზიციის არ მონაწილეობის კარგია დემოკრატიისთვის, ვინაიდან საბოლოდ ჩაიხსნებიან პოლიტიკური ცხოვრებიდან. მონაწილეობას თუ მიიღებენ, ესეც კარგია – საზოგადოება განაჩენს კიდევ ერთხელ გამოუტანს

საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა. როგორც კი მოიხსნება არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, ეს ურთიერთობა ამ ტყვეობიდან იმ მომენტშივე გამოვა

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად, ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფოს როგორც ინტერესები, ასევე ხმა უნდა იყოს გაგონილი