უკრაინაში, ნიკოპოლის მერის მოადგილე მოკლეს

უკრაინაში, ნიკოპოლის მერის მოადგილე, ვიტალი ჟურავლიოვი მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, მის მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი დღეს, 8 თებერვალს გაუხსნეს.
პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს
“ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე პირების დასადგენად”, – წერს პროკურატურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით