უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, თურქეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, თურქეთი მზად არის, სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, – ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს, პირველ რიგში კი უკრაინაში მიმდინარე ომი.
“თურქეთი ინტენსიურ ძალისხმევას იჩენს, რათა სისხლისღვრა როგორც უკრაინაში, ისე პალესტინის ტერიტორიებზე შეაჩეროს და მუდმივი მშვიდობა უზრუნველყოს”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირება და ამ მიზნით დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას