ში მშვიდობის მისაღწევი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, რუბიო მიუნხენში მიემგზავრება

უკრაინაში ს აგრესიის დასასრულებელი ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხუთშაბათს მიუნხენში გაემგზავრება და კვირის ბოლოს ახლო აღმოსავლეთს ეწვევა, რათა პრეზიდენტ ტრამპის გეგმაზე მუშაობა გააგრძელოს, რომელიც ომის შემდგომ ღაზის სექტორის ბედს ეხება.
ასევე მიმდინარეობს მზადება მოლაპარაკებებისთვის, რომელიც რუბიოსა და მის იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებს შორის მიუნხენის კონფერენციის კულუარებში შედგება. ეს ინფორმაცია „ამერიკის ხმამ“ ანონიმურობის პირობით მოიპოვა ადამიანებისგან, რომლების ამ გეგმას იცნობენ.
თუ შეხვედრა შედგება, ის იქნება -იაპონია-სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე პირველი სამმხრივი შეხვედრა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოხდება.
რუბიომ თქვა, რომ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის მტკიცე გადაწყვეტილებას ში ომის დასრულების შესახებ.
მიუნხენში -ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი პირისპირ შეხვდებიან. კონფერენციას უკრაინაში და რუსეთში აშშ-ის საგანგებო დესპანი კით კელოგი და ზელენსკის კანცელარიის უფროსი ანდრიი ერმაკიც დაესწრებიან.
ამ კვირაში ზელენსკიმ გაზეთ „გარდიანს“ უთხრა, რომ უკრაინა მზად არის აღდგენით სამუშაოებში ამერიკულ კომპანიებს ხელსაყრელი კონტრაქტები შესთავაზოს. მან ასევე თქვა, რომ თუ ტრამპი შეძლებს, ის და ს პრეზიდენტი პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს, ის მიწების გაცვლას შესთავაზებს. უკრაინის მიერ კურსკში ოკუპირებულ ტერიტორიას, რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინულ მიწებში გაცვლის.
სახელმწიფო მდივანი რუბიო მიუნხენს, იერუსალიმს, რიადს და აბუ-დაბის 13 დან 18 თებერვლამდე ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი