უკრაინაში მშვიდობის გზა კიევის გარეშე ვერ გადაწყდება – ევროპელი ლიდერები

ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების წინ, ევროპელმა მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ს და თქვეს, რომ რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებები ს მონაწილეობით უნდა წარიმართოს.
ერთობლივი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა გაავრცელეს.
ისინი მიესალმებიან -ის პრეზიდენტ ს ძალისხმევას ომის დასრულებისკენ და ამბობენ, რომ წარმატება შესაძლებელია მხოლოდ იმ მიდგომით, რომელიც აერთიანებს აქტიურ დიპლომატიას, უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთზე ზეწოლას.
„ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ სამუშაოს როგორც დიპლომატიურად, ასევე უკრაინისთვის ჩვენი არსებითი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის შენარჩუნებით, მათ შორის „მსურველთა კოალიციის“ მუშაობით, და ს ფედერაციის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების შენარჩუნებითა და დაწესებით“, — ნათქვამია განცხადებაში.
ევროპელი მოკავშირეების განცხადებით, დიპლომატიურმა გადაწყვეტილებამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ინტერესები.
„ვთანხმდებით, რომ ეს სასიცოცხლო ინტერესები მოიცავს ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებას, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინას აქვს საკუთარი ბედისწერის არჩევის თავისუფლება. არსებითი მოლაპარაკებები შეიძლება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საბრძოლო მოქმედებების შემცირების პირობებში გაიმართოს. უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით იმ პრინციპისა, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. მიმდინარე კონტაქტის ხაზი უნდა იყოს მოლაპარაკებების საწყისი წერტილი“, — ნათქვამია განცხადებაში.
ევროპელი მოკავშირეები აფიქსირებენ ერთგულებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი და სამშვიდობო მოლაპარაკებების ამჟამინდელ ფრონტის ხაზის ირგვლივ წარმოებაზე თანხმდებიან მაშინ, როდესაც ამერიკული მედიის ცნობით, თეთრი სახლი ლობირებს შეთანხმებას, რომლითაც რუსეთი დონბასის მთელი რეგიონს (იმ ტერიტორიების ჩათვლით, რომელსაც ახლა ვერ აკონტროლებს) მიიღებს და და ს ნახევარკუნძულს შეინარჩუნებს.
„ჩვენ კვლავ მყარად ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ ვართ ერთიანი, როგორც ევროპელები, და განვწყობილნი ვართ, ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ინტერესები. და ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას პრეზიდენტ ტრამპთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხალხთან, რათა მივაღწიოთ უკრაინაში ისეთ მშვიდობას, რომელიც დაიცავს ჩვენს მნიშვნელოვან უსაფრთხოების ინტერესებს“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ზელენსკიმ მხარი დაუჭირა.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები 15 აგვისტოს, ალასკაზე შეხვდებიან.
მანამდე ტრამპმა არ გამორიცხა „ტერიტორიების გაცვლა“ უკრაინასა და რუსეთს შორის.
მ თქვა, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე ნებისმიერი შეთანხმება მკვდარშობილია და მშვიდობას არ მოიტანს.
„ყველა კარგად ხედავს პუტინის ტაქტიკას: ის ეშინია სანქციების და ყველაფერს აკეთებს მათგან თავის დასაღწევად, მას სურს ომსა და მკვლელობებში პაუზა ჩვენი მიწის ოკუპაციის ლეგალიზაციაზე გაცვალოს. მას სურს ტერიტორიული ნადავლის მეორედ მიღება. მას ყირიმის აღების უფლება მისცეს, რამაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაცია გამოიწვია. მას პრევენციული სასჯელი არ მიუღია, როდესაც ჩვენს საზღვრებზე კონტინგენტი შეკრიბა — ამან სრულმასშტაბიანი ომი და უკრაინის მეტი ნაწილის ოკუპაცია გამოიწვია.
ახლა პუტინს სურს, რომ აპატიონ ჩვენი ხერსონის ოლქის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის მიტაცება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა უკრაინის დაყოფის ეს მეორე მცდელობა განახორციელოს. ვიცნობთ რა რუსეთს, სადაც მეორეა, იქ მესამე იქნება. ამიტომ, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ მკაფიო უკრაინულ პოზიციებზე. ომი უნდა დავასრულოთ ღირსეული მშვიდობით, რომელიც დაფუძნებული იქნება მკაფიო, საიმედო უსაფრთხოების არქიტექტურაზე“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.