უკრაინაში მსხვერპლია მატარებელში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად

უკრაინის ჟიტომირის ოლქში ერთ-ერთმა მგზავრმა მატარებელში ხელყუმბარა ააფეთქა. არის მსხვერპლი. ტრაგედია ქალაქ ოვრუჩში, საგარეუბნო მატარებელში მოხდა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერ მარიანა რევასგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ მატარებელში მყოფმა მამაკაცმა ხელყუმბარა ააფეთქა მისთვის დოკუმენტების შემოწმების დროს.
კაცის გარდა დაღუპულია მესაზღვრე ქალი, რომელიც დოკუმენტებს ამოწმებდა და სამი მგზავრი.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.