უკრაინაში მიმდინარე ომს ჩემი ინაუგურაციიდან 6 თვის ფარგლებში დავასრულებ – ტრამპი

ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე – ,,შეუძლია თუ არა -ის პრეზიდენტს ომის ექვს თვეში დასრულება” – დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, ში მიმდინარე ომს თანამდებობის დაკავებიდან 6 თვის ფარგლებში დაასრულებს. მისივე თქმით, კონფლიქტის გადაწყვეტა მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაშიც შეუძლია, თუმცა ტრამპმა ჟურნალისტს არ განუმარტა, თუ რა გზებით შეძლებს ომის დასრულებას.
“იმედია, ექვსი თვე მეყოფა. თუმცა, არა, ეს 6 თვემდე დიდი ხნით ადრე უნდა მოხდეს. ყველა ხედავთ, რომ ყოველ დღე უამრავ ახალგაზრდას კარგავს, ასევე უკრაინაც… ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო. სამწუხაროა, რომ თანამდებობის დაკავებამდე [20 იანვრამდე] ვლადიმერ პუტინს ვერ შევხვდები. ასეთი შეხვედრა არაადეკვატური იქნება. ვიცი, რომ პუტინს ჩემთან საუბარი სურს,“ – თქვა ტრამპმა.