უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ლევან მაზმიაშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ლევან მაზმიაშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ჩხრეკა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ლევან მაზმიაშვილის მამის მირიან მაზმიაშვილის ცნობით, ოჯახში პოლიციამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, თუმცა გაფორმებული სანადირო თოფის გარდა, ვერაფერი იპოვეს.
ლევან მაზმიაშვილის ოჯახი ამბობს, რომ პოლიცია მათ სახლში უკვე მეორედ შევიდა და დღევანდელი მსგავსად – არც პირველი შემთხვევის დროს განუმარტავს ვინმეს, რას ეძებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახში.
სამხედრო პირი ლევან მაზმიაშვილი ში წასვლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.