უკრაინაში მასშტაბური განგაში გამოცხადდა შავი ზღვის თავზე რუსულ გამანადგურებელ MiG-31-ის გამოჩენის შემდეგ

26 დეკემბერს დილის 11 საათის შემდეგ უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ეს გამოწვეულია იმით, რომ შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელ-გზაგადამჭრელ თვითმფრინავ MiG-31k-ის მოძრაობა დაფიქსირდა.

ესაა თვითმფრინავი, რომელსაც ჰიპერზებგერითი რაკეტა Х-47м2 “კინჟალის” („ხანჯლის“) გადატანა შეუძლია
შემდგომში, უკრაინულმა საჰაერო ძალებმა ზაპოროჟიეს და დნიპროს მიმართულებით რუსული რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადეს.
ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო დღესვე კიევსა და რიგ რეგიონებში უკვე გამოცხადდა საჰაერო განგაში. დღესვე უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ უარყო და დეზინფორმაციაო უწოდა ყირიმში ორი უკრაინული SU-24-ის ჩამოგდების შესახებ.
“ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ამას არ ვადასტურებ. ისინი (რუსები) თავიანთ ანგარიშებში, ყოველდღიურად ჩვენს ხუთ თვითმფრინავს ანადგურებენ“, – განაცხადა სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იური იგნატმა, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში საუბრის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკომისიის წერილში ორი მთავარი საკითხია: გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც გვექნება დისკუსია და ლგბტ თემის პროპაგანდის მოზარდებში გავრცელების შეუფერხებლობა, რაზეც ასევე ჩვენი პოზიციები გვაქვს

დიმიტრი სამხარაძე ევროკომისიის წერილზე – ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება – გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, წინაპრები დაივიწყეთ, LGBT საზოგადოების დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო