უკრაინაში კორუფცია უკვე აღარ არის ჭორი, ადმინისტრაციის უფროსი 100 მილიონ დოლარს დამოუკიდებლად არ ითვისებს და ვერც ერთი სანდო დამკვირვებელი ვერ იფიქრებს, რომ პრეზიდენტმა ამის შესახებ არაფერი იცოდა

უკრაინაში კორუფცია უკვე აღარ არის ჭორი, ადმინისტრაციის უფროსი 100 მილიონ დოლარს დამოუკიდებლად არ ითვისებს და ვერც ერთი სანდო დამკვირვებელი ვერ იფიქრებს, რომ პრეზიდენტმა ამის შესახებ არაფერი იცოდა
“უკრაინაში კორუფცია უკვე აღარ არის ჭორი. 2022 წლიდან ამ ქვეყანაში 360 მილიარდ დოლარზე მეტი შევიდა და ახლა ზელენსკის ახლო გარემოცვა ქურდობის ისეთ მასშტაბურ ოპერაციასთან არის დაკავშირებული, რომლის გაგებაც რთულია. ადმინისტრაციის უფროსი 100 მილიონ დოლარს დამოუკიდებლად არ ითვისებს და ვერც ერთი სანდო დამკვირვებელი ვერ იფიქრებს, რომ პრეზიდენტმა ამის შესახებ არაფერი იცოდა”, – წერს ამერიკელი კონგრესმენი, პეტ ჰარიგანი X-ზე.
მისი განცხადებით, გამარჯვების გეგმას არასდროს უარსებია, ხოლო ამერიკელები იმსახურებენ ისეთ ლიდერობას, რომელიც მათ ოჯახებს დაიცავენ და არა პოლიტიკოსებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას ისე უყურებენ, როგორც ხორცსაკეპ მანქანაში გადასამუშავებელ ჩეკებს.
“სწორედ ეს ხდება, როდესაც მსოფლიო ინტელექტის ნაცვლად, აფინანსებს ემოციებზე დაფუძნებულ ომს. არასდროს არსებობდა გამარჯვების გეგმა და არასდროს ყოფილა პასუხისმგებლობა. როგორც ადამიანი, რომელმაც ცუდი სტრატეგიის შედეგები განიცადა, მე სერიოზულად ვეკიდები ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ამერიკელები იმსახურებენ ლიდერობას, რომელიც იცავს მათ ოჯახებს და არა პოლიტიკოსებს, რომლებიც უცხოურ დახმარებას ისე ეპყრობიან, როგორც ხორცსაკეპ მანქანაში გადასამუშავებელ ცარიელ ჩეკს. რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა უკვე ახლოსაა და ეს ასახავს რეალობას, რომელიც დონალდ ტრამპმა თავიდანვე გაიგო. მშვიდობის პირობებს ქმნის გულწრფელი დიპლომატია და გონივრული ლიდერობა და არა ცარიელი ჩეკები და სურვილები”, – წერს პეტ ჰარიგანი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს