უკრაინაში დონეცკში მიმდინარე ოპერაციისას ორი ქართველი მებრძოლი – რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა, ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჭრილია ცხრა მებრძოლი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
“დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს” – წერია ქართული ლეგიონის გავრცელებულ განცხადებაში.
ტაბულა დაუკავშირდა დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ელოდება დამატებით ინფორმაციას უწყებიდან.