უკრიანაში მიმდინარე ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, ასევე უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნი ვანო ნადირაძე. მისი ცნობით, მებრძოლები გუშინ, 5 თებერვალს ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ.
“სამწუხაროდ, ორი ქართველი, ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ გუშინ – დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია.
ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს”, – წერს ვანო ნადირაძე ფეისბუქზე.
· ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის.
· ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
· ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
