უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლი­ლი ჯაბა კვა­რა­ცხე­ლი­აა. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი წე­რენ, ის კურსკის ოლ­ქში შე­ტა­კე­ბე­ბი­სას და­ი­ღუ­პა. უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვა­რა­ცხე­ლი­ას ზურ­გი­დან ეს­რო­ლეს.

“აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი, სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, პატ­რი­ო­ტი წა­ლენ­ჯი­ხე­ლი (ნა­კი­ფუ­დან) ჯაბა კვა­რა­ცხე­ლია შე­ე­წი­რა რუ­სე­თის სას­ტიკ აგ­რე­სი­ას უკ­რა­ი­ნა­ში” – წე­რენ უკ­რა­ი­ნა­ში გარ­დაც­ვლილ ქარ­თველ­ზე.

ჯაბა “თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” და­ნა­ყო­ფის მე­თა­უ­რი იყო და კურსკის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე უკ­რა­ი­ნულ ქვე­და­ნა­ყო­ფებ­თან ერ­თად იბ­რძო­და. 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ის ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბის უნაკ­ლო შეს­რუ­ლე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნის მთა­ვარ­სარ­დალ­მა “ოქ­როს ჯვრის” სამ­კერ­დე ნიშ­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა.

შეგახსენებთ, რომ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე 70-მდე ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს