უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მეომარი ზურაბ იაშვილი დაიღუპა.
ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ცნობით, ზურაბ იაშვილი გარდაიცვალა ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც დაჭრის შემდეგ მკურნალობდნენ.
2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
