უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ში მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ის წერს, რომ იაშვილი ლოვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
“კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში, დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი დიდება შენ გმირ სულს ძმაო”, – წერს ვანო ნადრიაძე.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ – პროვოკაციებს უმკაცრესი პასუხი გაეცემა