უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბონდო გაგნიძე დაიღუპა.
ინფორმაცია ასევე ში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.
„ყველაზე ალალი კაცი, თუ ოდესმე ვინმე შემხვედრია, აღარ გვყავს […] ბრძოლაში დაეცა გმირულად, ბოლო ტყვიამდე იბრძოლა“, — წერს ვანო ნადირაძე.
დაღუპული ქართველის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს, თუმცა უწყება დამატებით დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.
წარმოშობით გორელი ბონდო გაგნიძე უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე ჩაერთო ბრძოლაში. ის 67-ე ბრიგადის მეორე მექანიზებული ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა.
უკრაინაში ამ დრომდე დაღუპული ქართველი მებრძოლების რაოდენობა 70-მდეა.