უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა

აფხაზეთის მკვიდრი, დაჯგუფება “პიატნაშკას“ მებრძოლი ბათალ ბიგვავა (მეტსახელად „ბალუ“) დაიღუპა უკრაინაში მიმდინარე ომში, რომელიც რუსეთის მხარეს, მოხალისეობრივად იბრძოდა.
როგორც აფხაზური მედია წერს, “ის ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე იბრძოდა – ავდეევკაში, ჩასოვ იარში, კურსკის ოლქში და კონსტანტინოვსკის მიმართულებით. რამდენჯერმე დაიჭრა, თუმცა კვლავ უბრუნდებოდა ბრძოლის ველს”.
აფხაზეთის მკვიდრები რუსეთის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” როგორც რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებად, ასევე მოხალისეებად მონაწილეობენ.
რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ “სვო”-ს ზონაში აფხაზეთიდან 70-ზე მეტი მოხალისე დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეკა კა­ხი­ა­ნის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. გო­გო­ე­ბი იქ იყ­ვნენ, ეკამ და­მი­რე­კა და მი­თხრა… ასე გა­და­წყდა მათი წა­მოყ­ვა­ნა. ეს იყო უბ­რა­ლოდ პირ­ვე­ლი კერ­ძო რე­ი­სი. ამ ამ­ბის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა არას­წო­რია”