უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა – “ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი…”

უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში “ოლექსანდრიამ” საქართველოს ნაკრების ნახევარმცევლის, შოთა ნონიკაშვილის “ჩერქასს” უმასპინძლა და (1:1) დაუზავდა. მეორე ტაიმში მასპინძლელთა მარცხენა მცველი, 28 წლის ალექსანდრ კაპლიენკო მოედანზე უგონოდ დაეცა, ფეხბურთელებმა ეს ეპიზოდი ძალიან ემოციურად მიიღეს.
ქართული “ფეისბუქგვერდი” “22 მოთამაშე” ნონიკაშვილის კომენტარს აქვეყნებს, სადაც შოთა იხსენებს: “კაპლიენკო კანკალებდა… უცებ მივვარდი, ენა თითქმის გადაყლაპული ჰქონდა და დავუჭირე. ორი თითით მეჭირა, უკვე გაძლებაზე. რაც ძალი და ღონე მქონდა, კბილებს ვიჭერდი. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი.”
შოთა ნონიკაშვილი (შუაში) ნაკრების რიგებში
ალექსანდრ კაპლიენკო თავს ახლა კარგად გრძნობს. შეგახსენებთ,
უკრაინის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ს “დინამოელი” ოლეგ გუსევი, მეკარესთან შეჯახების შემდეგ, სიკვდილს გადაარჩინა.