უკრაინაში ისრაელის ელჩი – ისრაელმა აშშ-სგან მიღებული Patriot-ის სისტემები უკრაინას გადასცა

ისრაელმა -სგან მიღებული Patriot-ის სისტემები ს გადასცა , – ამის შესახებ უკრაინაში ს ელჩმა, მაიკლ ბროდსკიმ განაცხადა.
„არსებობს სისტემა, რომელიც უკრაინაში ძალიან კარგად არის ცნობილი, Patriot-ის სისტემა, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში გადაგვარჩინა, როდესაც სპარსეთის ყურეში პირველი ომი იყო. მაშინ ჩვენ აშშ-სგან Patriot-ის სისტემები მივიღეთ. სხვათა შორის, ეს სისტემები ახლა უკრაინაშია. ჩვენ შევთანხმდით მათ უკრაინისთვის გადაცემაზე. სამწუხაროდ, ამაზე ბევრი არაფერი თქმულა. მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება არ გაუწია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა უკრაინაში ისრაელის ელჩმა.
ამასთან, ბროდსკის თქმით, ისრაელს აშშ-თან მჭიდრო კავშირები აქვს.
„ჩვენ ამ კავშირებს ათწლეულების განმავლობაში ვაშენებდით. ეს დროის მოითხოვს. ეს მოითხოვს იმას, რომ აშშ-სთვის სასარგებლო იყო“, – აღნიშნა ბროდსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით