უკრაინაში ზელენსკისთან შესახვედრად ვაგზავნი ფინანსთა მინისტრს, სკოტ ბესენტს, ეს ომი უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ -ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ში ჩავა.
ტრამპის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ბესენტი უკრაინის პრეზიდენტთან, სთან მოლაპარაკებებს გამართავს.
„მე ვაგზავნი ფინანსთა მინისტრს, სკოტ ბესენტს უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად. ეს ომი უნდა დასრულდეს უახლოეს მომავალში, ძალიან ბევრია მსხვერპლი და ნგრევა. ამერიკა როდესაც ძლიერია, სამყარო მშვიდია“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ბესენტი უკრაინაში შესაძლოა, „შეთანხმების“ შესახებ წინასწარი მოლაპარაკებებისთვის ჩავიდეს, რომლის ფარგლებშიც აშშ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, უკრაინისგან გარკვეულ სარგებელს მიიღებს.
გასულ კვირაში ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის იშვიათი მინერალების მარაგზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას სამხედრო დახმარების გაგრძელებას ჰპირდება.
ცნობისთვის, უკრაინას ურანის, ლითიუმისა და ტიტანის უდიდესი მარაგები აქვს.