უკრაინაში ევროპული შეიარაღებული ძალების განთავსების საკითხი გადადებულია – აცხადებს მერცი

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ში ევროპული შეიარაღებული ძალების განთავსების საკითხი გადადებულია
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპა ჯერჯერობით შორსაა, განიხილოს უკრაინაში შეიარაღებული ძალების განთავსების გეგმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯა მელონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ახლა ევროპული ქვეყნების ყველა ძალისხმევა მიმართულია ს მხრიდან ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატის გარკვევა, ასევე საკითხი, უსაფრთხოების რა გარანტიები შეიძლება დასჭირდეს უკრაინას“, – განაცხადა მერცმა, რომელმაც ამჟამინდელ სიტუაციას არაპროგნოზირებადი უწოდა.
ცოტა ხნით ადრე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიტ სტარმერმა გამოთქვა მზადყოფნა, გააგზავნოს უკრაინაში სამშვიდობო ძალები იმ შემთხვევაში, თუკი მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.
ეგრეთ წოდებული მსურველთა კოალიციის შექმნა – ქვეყნებისა, რომლებიც მზად არიან, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში გაგზავნონ ჯარისკაცები – მარტის დასაწყისში გამოცხადდა ლონდონში ევროპული სახელმწიფოების სამიტის შემდეგ. მაშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მისიას უხელმძღვანელებენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.
კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ მიუღებლად მიიჩნევს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, თავის მხრივ, თქვა, რომ რუსეთს არა აქვს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინაში უცხოური ჯარების განთავსებას, თუ ს ხელისუფლება მათ მიიწვევს. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალები შეიძლება შედგებოდეს როგორც ევროპული, ისე არაევროპული ქვეყნების წარმომადგენლებისგან.
ფორუმი