უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ნიკა გელენიძე საქართველოში ჩამოასვენეს.
ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
ცნობისთვის, ნიკოლოზ გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად 18 ნოემბერს დაიღუპა.
