უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. ირაკლი პროფესიონალი სამხედრო, გორის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო. ის უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე წავიდა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.
თანამებრძოლების ინფორმაციით, ქურციკიძე 11 ნოემბერს, ჭურვის ნამსხვრევს ემსხვერპლა. ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და პოლიტიკოსები დახვდნენ.
აეროპორტიდან ირაკლი ქურციკიძე რუსთავში, საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. მას შაბათს დაკრძალავენ.
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 56 ქართველი მოხალისე დაიღუპა. რამდენიმე მებრძოლის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე