უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელზე ხატი დაიწერა | მას დღეს კიევში გადააბრძანებენ

იმ მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც 2014 წლიდან დღემდე ში ს ომს შეეწირნენ, წმინდა გიორგის ხატი დაიწერა. ხატზე დატანილია საქართველოსა და უკრაინის დროშები.
მას დღეს ქაშვეთის ეკლესიიდან უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მებრძოლი, გია შიოშვილი გადააბრძანებს. ხატს კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში დააბრძანებენ. ეს ის ეკლესიაა, სადაც ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების პანაშვიდები იმართება ხოლმე.
“დღევანდელი დღე არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ქართული ხატი, წმინდა გიორგის ხატი გადაბრძანებული იქნება უკრაინაში. მსვლელობა დაიწყება იმ ადგილიდან, სადაც გადმოვასვენეთ ჩვენი ქართველი მეომრები, ეს არის ქაშვეთის წმინდა ეკლესია და გადასვენდება ხატი უკრაინაში, ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში, საიდანაც გადმოვასვენეთ ჩვენი ქართველი გმირები”, – თქვა გია შიოშვილმა.
ქართველ მებრძოლებს აქვთ სურვილი, რომ 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, ხატი უკვე ს ტაძარში იყოს, სადაც მოეწყობა ქართული სამლოცველო კუთხეც.
ავტორი: ნინო ჟიჟილაშვილი.