უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში ში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
“დღეს არ არსებობს კონსენსუსი სახმელეთო ჯარების ოფიციალური წესით გაგზავნის შესახებ. მაგრამ დინამიკაში არაფერი უნდა გამოირიცხოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს ამ ომში”, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ს დამარცხება აუცილებელია ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.
ექსპერტების განცხადებით, ეს ინიციატივა გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს, რუსეთ–უკრაინის ომში, უკრაინის სასარგებლოდ.