უკრაინაში, დასავლეთი საკუთარი აგენტურის ჯარისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დასავლეთმა საკუთარ აგენტურულ ქსელს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა

უკრაინაში, დასავლეთი საკუთარი აგენტურის ჯარისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დასავლეთმა საკუთარ აგენტურულ ქსელს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა
ში, დასავლეთი საკუთარ აგენტურას იცავს და მათ ჯარისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დასავლეთმა საკუთარ აგენტურულ ქსელს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა, – ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მთელ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული – 100%-იანი დაცვა აქვთ.
როგორც ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა მისია აქვს შესასრულებელი უკრაინაში მოქმედ არასამთავრობო სექტორს, რის გამოც პატრონებმა მათ მობილიზაციისგან დაცვა დაუკანონეს.
“უკრაინაში, დასავლეთი საკუთარ აგენტურას იცავს და მათ ჯარისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დასავლეთმა საკუთარ აგენტურულ ქსელს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.
მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში შესული ცვლილებების შედეგად ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული – 100%-იანი დაცვა აქვთ. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს მინიჭებული აქვთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამსახურის სტატუსი, მაშინ როცა რეალურად საარჩევნო საკითხებზე და სოციოლოგიურ კვლევაზე მუშაობენ, პარალელურად მობილიზაციას ექვემდებარებიან მეტროს, სამაშველო და სხვა მართლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამსახურის თანამშრომლები.
ე.წ. პრივილეგირებული ორგანიზაციების სიაში არიან: სამოქალაქო ქსელი “ოპრა”, რომლის ლიდერებს შორის არის ოლგა აივაზოვსკაია. ის იყო ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ა/ო “პოლიტიკური სტუდიებისა და ანალიტიკის ცენტრი ეიდოსი“. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია პოლიტიკური სტრატეგი ვიქტორ ტარანი.
ა/ო “უკრაინის პოლიტიკური კვლევების დამოუკიდებელი ცენტრი“ (UCPI), რომლის საქმიანობის სფეროა “სოციალურ-პოლიტიკური პროცესების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება, პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება”.
ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა მისია აქვთ შესასრულებელი უკრაინაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რის გამოც მათმა პატრონებმა, მობილიზაციისგან დაცვა დაუკანონეს.”- წერს დავით ჩიხელიძე.
Previous: დასავლეთის ნაწილი საქართველოსთან მიმართებით დღესაც ძველ შეცდომებს იმეორებს, როცა გვეუბნება, რომ დააფინანსებენ არა ქართულ ჯარს, არამედ იმ კრიმინალებს, რომლებიც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან

ასევე დაგაინტერესებთ

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ

არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი – კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება კორუფციაზე, კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი

ნაცებს” რომ ჰკითხო, საპარლამენტო კომისიაზე არმისვლა დასჯადი არ უნდა იყოს, არადა, მთელ რიგ ქვეყნებში, საკმაოდ სერიოზულ სასჯელს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს