უკრაინაში დაიწყო მობილიზაციის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 30 იანვარს დაამტკიცა და უმაღლეს რადაში განსახილველად წარადგინა ახალი კანონპროექტი მობილიზაციის შესახებ.
კანონპროექტის კომენტარები და შენიშვნები გათვალისწინებულია გენერალურ შტაბთან, მთავრობასთან და სახალხო დეპუტატებთან ერთად, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.
კანონპროექტში მკაფიოდ არის განსაზღვრული ჯარში სამსახურის ვადები ომის პირობებში. ყველა ჯგუფის ინვალიდები გათავისუფლებული არიან სამხედრო სამსახურისგან. მოხალისეებს მობილიზაციის შემდეგ ორთვიანი ვადა ეძლევათ პირადი საკითხების მოსაგვარებლად და მობილიზაციისთვის მოსამზადებლად, აღნიშნავს „უკრაინსკა პრავდა“.
კანონპროექტის თანახმად, სამხედრო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ყოველწლიური ძირითადი შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში ჯარის ნაწილების მიერ შეიძლება გაიცეს არანაკლებ 15 დღის ოდენობით. ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროები დამატებით მიიღებენ 90-დღიან შვებულებას, თუკი ისინი სამხედრო სამსახურის გაგრძელებას გადაწყვეტენ.
მობილიზაციის შემდეგ ყველა მოქალაქე გაივლის სავალდებულო სამხედრო სწავლებას 2-3 თვის განმავლობაში. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ მობილიზებული არ შეიძლება მაშინვე გაგზავნილ იქნეს ფრონტზე.
კანონპროექტი ითვალისწინებს გაწვევის გაუქმებას და საბაზისო სამხედრო მომზადების შემოღებას. ამგვარი მომზადების 18-24 წლის ასაკის მონაწილე თავად ირჩევს, როდის გაიაროს სამხედრო მომზადება, რომელიც მაქსიმუმ 5 თვეს გასტანს. ამავე დროს მობილიზებულს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი, რაც არ მოიპოვება მოქმედ კანონმდებლობაში, აღნიშნულია „უკრაინსკა პრავდის“ პუბლიკაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ