უკრაინაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი ზურაბ იაშვილი

ცნობა თავდაპირველად გაავრცელა ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ.
„დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა“, – დაწერა ნადირაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე.
ზურაბ იაშვილის დაღუპვის ფაქტი რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ჯერჯერობით ვერ გვიპასუხეს, როდის ჩამოასვენებენ საქართველოში მის ცხედარს.
რუსეთმა ში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე ს სამხედრო აგრესიას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ – პროვოკაციებს უმკაცრესი პასუხი გაეცემა