უკრაინაში, დაბომბვის გამო, ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა და მუშაობა შეწყვიტა

რუსული ძალების მიერ წუხელ განხორციელებული დაბომბვის შედეგად კერძო ენერგეტიკული კომპანია DTEK-ის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერი ში, სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე სისტემატურ ტერორისტულ თავდასხმებს აგრძელებს. 12-13 თებერვლის ღამეს დაბომბვის შედეგად DTEK-ის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა“, – აცხადებენ კომპანიაში.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.
DTEK-ში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად კომპანიის აღჭურვილობა სერიოზულად დაზიანდა და სადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეწყვიტა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ დაბომბვის შეწყვეტის შემდეგ ენერგეტიკოსებმა დაიწყეს შედეგების აღმოფხვრა და აღჭურვილობის მუშაობის აღდგენა.

ასევე დაგაინტერესებთ