უკრაინაში გუშინ დაღუპული ორი ქართველი მებრძოლიდან, ერთ-ერთი 45 წლის რამაზ ფეტელავაა

უკრაინაში გუშინ დაღუპული ორი ქართველი მებრძოლიდან ერთ-ერთი, 45 წლის რამაზ ფეტელავაა.
ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, ის ომში, წინა ხაზზე, რვა თვის წინ წავიდა. ფეტელავა აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად სენაკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა.
ოჯახის ინფორმაციით, ცხედრის გამოყვანა დაღუპვის ადგილიდან, ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცნობისთვის, “ქართული ლეგიონის” ინფორმაციით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაშავებულია 9 ქართველი.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ