უკრაინაში განგაში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა – აფეთქებები იყო ხარკოვსა და ზაპოროჟიეში

უკრაინაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა ს მასირებული სარაკეტო შეტევის გამო გამოცხადებული საჰაერო განგაში. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს სტრატეგიული ბომბდამშენებიდან(Ту-95МС) და ავიაგამანადგურებლებიდან(МиГ-31К).
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ქალაქის სამრეწველო ობიექტებს შეუტია. აფეთქებების შედეგად ხანძრები გაჩნდა. დაიჭრა სულ მცირე ერთი ადამიანი. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქზე 4 სარაკეტო დარტყმა იყო. 2 ადამიანი დაშავდა ხარკოვის ოლქის ჩუგუევსკის რაიონში, სადაც რაკეტამ კერძო სახლი დაანგრია. მაშველები ნანგრევებში ეძებენ კიდევ 2 ადამიანს. ქალაქ ზმიევში დაზიანებულია 3 სახლი.
სულ მცირე 5 აფეთქება იყო ქალაქ ზაპოროჟიეში. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა 2 ადამიანი. სხვა ოლქებში სარაკეტო თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევის გამო უკრაინის 6 ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე