„უკრაინაში, ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ნაკლები მხარდაჭერისთვის“ – სტოლტენბერგი

ში, ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ნაკლები მხარდაჭერისთვის, ეს არის არგუმენტი მეტი მხარდაჭერისთვის – პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას ვერ დავუშვებთ“, ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევენ უკრაინას. ეს ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ნაკლები მხარდაჭერისთვის, ეს არის არგუმენტი მეტი მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, როდესაც ალიანსის წევრი სახელმწიფოების გზავნილი არის ის, რომ ისინი მზად არიან გაზარდონ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.
არ ემზადება მშვიდობისთვის, ისინი ემზადებიან უფრო მეტი ომისთვის. ის, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია იმაზე რთულია, ვიდრე იმედი გვქონდა, არ არის არგუმენტი მხარდაჭერის წინააღმდეგ, ეს არის არგუმენტი უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის აღმოჩენის სასარგებლოდ, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერ დავუშვებთ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.