ში აცხადებენ, რომ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ არაფერი იცოდნენ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის გიორგი ტიხის განცხადებით, წინასწარ არ იყო ინფორმირებული -ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპსა და ს ლიდერის ვლადიმერ პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინული მხარე წინასწარ ინფორმირებული იყო თითქოს და სატელეფონო საუბრის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს“, – ციტირებს სააგენტო ტიხის.
შესაბამისად, დასძინა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, კიევს არ შეეძლო მხარი დაეჭირა ან არა ამ სატელეფონო საუბრისთვის.
ცნობისთვის, The Washington Post-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპსა და პუტინს შორის გასულ ხუთშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც წყაროები აცხადებენ, დონალდ ტრამპმა ს პრეზიდენტს ურჩია, ში ომის ესკალაცია არ მოახდინოს. ტრამპმა გამოხატა ინტერესი შემდგომი საუბრებით, რათა განიხილონ უკრაინაში ომის მალე გადაწყვეტა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ – არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან ივანიშვილის არაბულ აფიორასთან, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება