უკრაინაში აშშ-ის ელჩი – უკრაინაზე დარტყმებით პუტინმა გაამყარა უკრაინელების სიმტკიცე, დაიცვან თავიანთი თავისუფლება

რუსეთმა, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ 450-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა, – ამის შესახებ ში -ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმებით ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიდევ უფრო გააძლიერა უკრაინელი ხალხის სიმტკიცე – დაიცვან საკუთარი თავისუფლება.
„პუტინმა მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები, დროებით შეუწყვიტა სინათლე და სითბო ათასობით ადამიანს და ცდილობდა, დაერღვია ერის ნება – მაგრამ მან მხოლოდ გაამყარა უკრაინელების სიმტკიცე, დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ასევე ჩვენი სიმტკიცე – მხარი დავუჭიროთ უკრაინას ეგზისტენციალურ ბრძოლაში – რაც მნიშვნელოვანია ევროპასა და მის მიღმა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- წერს ბრიჯიტ ბრინკი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა