რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის – აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი ამბობს, რომ უკრაინაში დაწყებულ ომში რუსეთის სასარგებლოდ ბრძოლაში „70-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა“. ამის შესახებ ის საუბრობს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასთან“.
„დღეს, როცა რუსეთი ეგზისტენციალურ ბრძოლას აწარმოებს გლობალურ ბოროტებასთან, პატარა აფხაზეთი მის გვერდითაა. მაგალითად, აფხაზეთიდან მოხალისეები იბრძვიან სპეცოპერაციის ზონაში. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დავკარგეთ 70-ზე მეტი ჩვენი ბიჭი“, – ამბობს ოლეგ ბარციცი.
ე.წ. მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ 6 ივნისს ბერციცი რუსეთში ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შესახვედრად.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ომს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაშიც, მის ნაწილს კი იძულებით მოუწია საცხოვრებლების დატოვება.
დიდი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთი ამ ომს არ ასრულებს.
