ში არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ამ სცენარისგან, მეორე ფრონტისგან თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“

უკრაინაში არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ამ სცენარისგან, მეორე ფრონტისგან თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“
ში არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველომ მოახერხა ამ სცენარისგან თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“.
„დიფ სთეითმა“ უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს. მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ახლა, „დიფ სთეითმა“ ევროპულ სტრუქტურებს ექსკლუზიურად დაავალა უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც. ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში და ეს ტვირთიც თავის თავზე ააღებინეს ევროპულ სტრუქტურებს, რაც ძალიან სამწუხაროა.
მანამდე ორი ფრონტიდან გვიტევდნენ და აქაც მოვახერხეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოხდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსება, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება ჩვენი რეაგირება. ჩვენ უნდა დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები. „დიფ სთეითს“ აქვს თავისი ინტერესები, „დიფ სთეითი“ ამისათვის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს. ეროვნული ინტერესი არის იმის არ დაშვება, რაც მოხდა უკრაინაში. უკრაინაში იყო და არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი.
რა თქმა უნდა, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ამ სცენარისგან, მეორე ფრონტისგან თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“ და შესაბამის ქმედებებში იყენებენ ევროპულ ბიუროკრატიას“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში