უკრაინაში, ავდეევკის მიმართულებაზე “შავი არწივის” კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი ქართული სპეცდანიშნულების რაზმის „შავი არწივის“ ცნობით, საბძოლო მოქმედებების შედეგად ავდეევკის მიმართულებაზე დაიღუპა მათი კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, დავით გოგაძე და ბესო ლომიძე.
“ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ ქვედანაყოფი შავი არწივის მებრძოლები დავით გოგაძე და ბესო ლომიძე ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახებს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს.
ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
6 მაისს ავდეევკის მიმართულებაზე „შავი არწივის“ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა.
ში ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. პირველივე დღეებიდან უკრაინაში მრავალი ქართველი მოხალისე იბრძვის. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათი რაოდენობა 1500-მდეა. მათი დიდი ნაწილი, ძირითადად, ოთხი ქვედანაყოფის – „ქართული ლეგიონის“, „კავკასიის ლეგიონის“, „ქვედანაყოფ თბილისისა“ და „შავი არწივის“ რიგებში ასრულებენ საბრძოლო დავალებებს. დღემდე ამ საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..