უკრაინას, EU-ს მხარდაჭერით, შეუძლია იბრძოლოს და დაიბრუნოს ქვეყანა ომამდელ საზღვრებში – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის ს თქმით, “ქაღალდის ვეფხვს” ჰგავს. ასე შეაფასა მან სთან დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი, რომლის დასრულებას რამდენიმე დღეში გეგმავდა, თუმცა უკვე 3,5 წელიწადია გრძელდება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპი წერს, რომ ომის გამო რუსეთის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. მან მიანიშნა იმაზეც, რომ თავად რუსეთის მოსახლეობას ომის მიმდინარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაცია არ აქვს.
ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას, ევროკავშირისა და NATO-ს მხარდაჭერით, შეუძლია ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელსაც ამ ომის დაწყებამდე აკონტროლებდა.
“მას შემდეგ, რაც გავეცანი და სრულად გავიაზრე უკრაინა-რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური სიტუაცია და დავნახე, რა ეკონომიკური პრობლემების წინაშეა რუსეთი, მე ვფიქრობ, რომ უკრაინა იმ მდგომარეობაშია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით შეუძლია იბრძოლოს და დაიბრუნოს მთელი უკრაინა პირვანდელი სახით. დროთა განმავლობაში, მოთმინებითა და ევროპის, განსაკუთრებით კი NATO-ს ფინანსური მხარდაჭერით, უკრაინის იმ საზღვრებში დაბრუნება, საიდანაც ეს ომი დაიწყო, არის საკმაოდ შესაძლებელი ვარიანტი. რატომაც არა? რუსეთი 3,5 წელიწადია უმიზნოდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებად რეალურ სამხედრო ძალას ერთ კვირაზე ნაკლები უნდა დასჭირვებოდა. რუსეთისთვის ეს განსხვავებული ვერ იქნება. ფაქტია, ეს მათ “ქაღალდის ვეფხვს” ამსგავსებს. როცა ხალხი მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებსა თუ რაიონებში აღმოაჩენს, თუ როგორ მიმდინარეობს ომი სინამდვილეში, გიგებს, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია მათთვის ბენზინის მიწოდება, რადგან იქმნება გრძელი რიგები და ბევრი სხვა საკითხი, რის გამოც ომის ეკონომიკის პირობებში, მათი ფულის დიდი უკრაინასთან ბრძოლაში იხარჯება, მაშინ, როცა უკრაინას აქვს უდიდესი სულისკვეთება და ის მხოლოდ უმჯობესდება, უკრაინას შეძლებს საკუთარი ქვეყნის უკან დაბრუნებას თავდაპირველ საზღვრებში და ვინ იცის, იქნებ ამაზე შორს წასვლაც კი. პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლემებში არიან და ახლა უკრაინის მოქმედების დროა. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას NATO-სთვის, რათა NATO-მ გამოიყენოს ის, როგორც სურს. წარმატებას ვუსურვებ ყველას!” – წერს ტრამპი truthsocial-ში.
ტრამპმა ეს განცხადება გაეროს მე-80 საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ გამოაქვეყნა. ასამბლეის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ტრამპი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ საც.