უკრაინას შეუძლია გერმანული იარაღი გამოიყენოს ხარკოვის სასაზღვრო რეგიონის დასაცავად – ბერლინი

Reuters-ის ცნობით, გერმანიამ პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის შიგნიდან განხორციელებული თავდასხმებისგან თავის დასაცავად ხარკოვის სასაზღვრო რეგიონში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
როგორც გერმანიის მთავრობის სპიკერი ამბობს, მათ მოკავშირეებთან ერთად განიხილეს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა ხარკოვის რეგიონზე.
“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი თავდასხმებისგან, რაც საერთაშორისო კანონმდებლობითაა გარანტირებული. ამისთვის მას შეუძლია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გამოიყენოს ამ მიზნით მიწოდებული იარაღი” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შლცმა განაცხადა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება დაარტყას რუსეთის შიგნით არსებულ სამხედრო ობიექტებს, საიდანაც რაკეტებს უკრაინის მიმართულებით უშვებენ, მაგრამ არა სხვა სამიზნეებს.
“უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს,” – თქვა შოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო