უკრაინას უფლება აქვს, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე – სტოლტენბერგი

უკრაინას უფლება აქვს, დაარტყას სამხედრო ობიექტებს ს ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საუბრობს. ამბობს, რომ ამის უფლება ს საერთაშორისო სამართლის მიხედვით აქვს.
“ეს ომი რუსეთმა მშვიდობინი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც არასდროს ყოფილა რუსეთისთვის საფრთხე. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, არღვევს საერთაშორისო სამართალს და აგრძელებს ნგრევას, მკვლელობებსა და უკრაინის ტანჯვას. უკრაინას უფლება აქვს, თავი დაიცვას. ეს საერთაშორისო სამართალშია გათვალისწინებული. ასევე, გაეროს წესდებაში ჩაწერილია, რომ თავდასხმის შემთხვევაში, თავდაცვის უფლება გაქვს. თავდაცვის უფლება თავდამსხმელის, აგრესორის, ამ შემთხვევაში – რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას მოიცავს. ასე რომ, ეჭვგარეშეა, უკრაინას უფლება აქვს, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!