უკრაინას უნდა გავუფრთხილდეთ, სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს დამატებით თავის ტკივილს მათთვის, სჯობს, ციხეში იჯდეს

ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს და ს. სწორედ იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანას ვუფრთხილდებით, ვფიქრობ, ეს დამატებითი არგუმენტია, რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არსებობს, რომ სააკაშვილი გარეთ იყოს. როგორც ამბობს, „სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს, დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის“.
„მას შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ციხის გარეთ. შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არსებობს, რომ სააკაშვილი გარეთ იყოს. უკრაინას უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენი მეგობარი ქვეყანა ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და დამატებით რომ არ დავამძიმოთ მდგომარეობა, სჯობს, სააკაშვილი ციხეში იჯდეს. სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს, დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს