უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა, სუვერენიტეტით და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე – ზელენსკი

უკრაინაში საიმედო მშვიდობა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა შესაძლებელი, სუვერენიტეტით ან ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი, რაც გამარჯვების გეგმაშია ჩაწერილი, სრულიად რეალურია უკრაინის პარტნიორებისთვის.
„მსოფლიოში არსებობს რესურსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს წინ წავიწიოთ „მშვიდობის ფორმულის“ მიხედვით. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა – უკრაინისთვის საიმედო მშვიდობისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტირება. ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სუვერენიტეტით ან ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე – სწორედ ისე, როგორც ეს „მშვიდობის ფორმულაშია“ გათვალისწინებული. ს სჭირდება ნამდვილი, სამართლიანი მშვიდობა. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენი ხალხიც და ჩვენი პარტნიორებიც ნამდვილად გაერთიანებულები იქნებიან. სწორედ ამისთვის ვმუშაობთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გრძელდება უკრაინისა და -ის, ასევე სხვა პარტნიორების მუშაობა „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრის მოსამზადებლად.