უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო იარაღს მივაწვდით – შოლცი

უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო იარაღს მივაწვდით – შოლცი
გერმანია ს საჰაერო თავდაცის სისტემებსა და საბრძოლო მასალებს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა:
„უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო იარაღს უახლოესი კვირეების და თვეების განმავლობაში მივაწვდით. უკრაინის არმიის ყველაზე აუცილებელი საჭიროება ახლა საბრძოლო მასალაა – იარაღი და განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებია. ამიტომ, უახლოესი კვირების და თვეების განმავლობაში ჩვენ უკრაინას პატრიოტის საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემას, IRST და Gpard-ის დანადგარებს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალებს გადავცემთ. ძლიერი და თავისუფალი ევროპული უკრაინა რუსულ იმპერიალიზმს დაამარცხებს“