უკრაინას რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება აქვს – ნატოს გენმდივანი

უკრაინას რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება აქვს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ს თავდაცვის უფლება აქვს.
„ეს ომი რუსეთმა დაიწყო, მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არასდროს ყოფილა საფრთხე სთვის. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არღვევს საერთაშორისო სამართალს და აგრძელებს ნგრევას, ხოცვას და უკრაინის ტანჯვას. უკრაინას უფლება აქვს, თავი დაიცვას. ეს საერთაშორისო სამართალშია გათვალისწინებული. ამასთან გაეროს წესდებაში ჩაწერილია, რომ თუ თავს დაგესხნენ, უფლება გაქვს, თავი დაიცვა. თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს თავდამსხმელის, აგრესორის, ამ შემთხვევაში რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას. ასე რომ, ეჭვგარეშეა, უკრაინას უფლება აქვს, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ