შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა, რომ შვედეთმა უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალით უნდა დაუჭიროს მხარი.
“შვედეთს საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენა სჭირდება, როგორც თავისთვის, ასევე, იმისთვის, რომ მისი უკრაინაში გაგზავნა შეძლოს, ამისთვის ქარხნების სიმძლავრე უნდა გაიზარდოს”, – განაცხადა იონსონმა.
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საარტილერიო აღჭურვილობასთან დაკავშირებით ახლა რთული ვითარებაა: “Archer-ის კარგი სამაგრები გვაქვს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ საბრძოლო მასალა არ იქნება”.